მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 26-ე პაციენტი?

რამდენად სანდოა კორონავირუსის რუსული ვაქცინა
1600942533
COVID-19

კორონავირუსით გარდაცვლილი 26-ე პაციენტი 70 წლის კაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ამის შეახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

პაციენტი კლინიკაში 17 სექტემბერს სასწრაფო სამედიცინო დახარების ბრიგადით შეიყვანეს. მას სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება და ფილტვის 90%-ის დაზიანება ჰქონდა.

„პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: გულის ქრონიკული უკმარისობა, გულზე ჩატარებული სტენტირება, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავდება.
კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 24 სექტემბერს 12:10 საათზე“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4399 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 1705 ადამიანი.