მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 27-ე პაციენტი?

რესპუბლიკური საავადმყოფო ბათუმში
1601019353
COVID-19

დღეს, 25 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსისგან 27-ე ადამიანი გარდაიცვალა.

გარდაცვლილი პაციენტი, 54 წლის კაცი ბათუმის „რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 20 სექტემბერს 15:45 საათზე შეიყვანა.

პაციენტის დიაგნოზი სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება, ფილტვის 80%-ის დაზიანება გახლდათ.

პოსტრეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ პაციენტი მოათავსეს რეანიმაციულ განყოფილებაში.

პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: მკერდ უკანა ჯირკვლის კიბო, სუნთქვის უკმარისობა, გულის უკმარისობა.

კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 25 სექტემბერს 10:00 საათზე.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმიდნარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.