მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვინ არის პირი, რომელსაც აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა

კორონავირუსის ანალიზი
1594561530
COVID-19

აჭარის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებული პირი 50 წლამდე, თურქეთის მოქალაქეა და ის სატვირთო მანქანის მძღოლია. ამის შესახებ PIA.GE-ს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ინფიცირებულ კაცს ვირუსი „ცხელების ცენტრში“ დაუდასტურდა. მისივე სურვილით, მას დღეს სტამბოლში გადაიყვანენ, სადაც მკურნალობას გააგრძელებს.

აჭარაში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 15 მარტს გამოვლინდა. ამ დროისთვის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი რჩება. ისინი რესპუბლიკურ კლინიკაში მკურნალობენ. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.