მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვიცით, როდის უნდა დავაჭიროთ მუხრუჭებს“- ისრაელის პრემიერ-მინისტრი პანდემიის ახალ ტალღას ებრძვის

ისრაელი
1628591693
COVID-19

ისრაელში რამდენიმე დღის წინ თითქმის 4,000 ახალი კოვიდ ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. 10 აგვისტოს მონაცემებით კი 1917 ადამიანია ინფიცირებული: ამ რიცხვმა შოკში ჩააგდო ისრაელის მოქალაქეები, რომლებმაც პანდემიაზე გამარჯვება უკვე აღნიშნეს. ამჟამად მთავრობა ახალ რეგულაციებს ამკაცრებს და შეზღუდვებს უბრუნდება. ინფორმაციას Süddeutsche Zeitung-ი ავრცელებს.

ისრაელის ახალი პრემიერ-მინისტრის, ნაფტალი ბენეტისათვის კორონასთან ბრძოლა კვლავ აქტუალური გახდა. ის ხსნის ვაქცინაციის ახალ ცენტრს იერუსალიმში და აცხადებს, რომ ქვეყანაში კოვიდ სიტუაცია ისევ სერიოზულია.

კვირის დასაწყისში 4,000 ახალი შემთხვევა მხოლოდ ერთ დღეში დაფიქსირდა, ეს არის თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე რამდენიმე დღით ადრე. ჩატარებული ტესტების შედეგების თითქმის 4% დადებითია და ინფიცირების ტენდენცია იზრდება.

ყოველ ათ დღეში დაავადების მძიმე ფორმების მაჩვენებელი ორმაგდება და ეს იმ ქვეყანაში, რომელსაც აქვს სამაგალითო ვაქცინაციის სისტემა და რომელმაც ივნისში უკვე გამოაცხადა თავისი საბოლოო გამარჯვება პანდემიაზე, ასევე, მოხსნა ყველა შეზღუდვა.

ახალი რეგულაციების თანახმად, აკრძალვებისა და შეზღუდვების ჩამონათვალი უფრო და უფრო ვრცელია. მთავრობამ საბოლოოდ შეცვალა კურსი: თუ ადრე ითქვა, რომ ადამიანმა უნდა ისწავლოს ვირუსთან ცხოვრება, ახლა ისევ აქცენტი კეთდება შეკავებასა და კონტროლზე.

პირბადეების ტარების მოთხოვნა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ვრცელდებოდა შიდა სივრცეებზე, დღეს უკვე ნაწილობრივ ღია სივრცეებსაც ეხება. იმ შემთხვევაში, თუ ღონისძიებას 100-ზე მეტი ადამიანი ესწრება. 100–ზე ნაკლებ დამსწრე საზოგადოებასთან შეხვედრას მხოლოდ ნებადართულია დაესწროს სრულად ვაქცინირებული პირი, გამოჯანმრთელებული, ან ტესტირება ჩატარებული ადამიანი.

თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვებმა, ასევე, უნდა წარმოადგინონ ვირუსის ტესტირების შედეგად უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი მოწმობა. საჯარო სამსახურების ნაწილი ისევ ონლაინ რეჟიმზე გადადის.

სექტემბერში ისრაელში ჩაკეტვის საკითხი განიხილება

მომავალი კვირიდან ისრაელის მოქალაქეები, რომლებიც 40 ქვეყნიდან დაბრუნდებიან, სავალდებულო კარანტინს გაივლიან. ამ ქვეყნებს შორისაა აშშ, გერმანია და ევროპის დიდი ნაწილი.

2020 წლის მარტში დაწესებული შესვლის აკრძალვა კვლავაც ვრცელდება უცხოელ ტურისტებზე. საზღვრის გახსნა ჯერ 1-ელ ივლისს იყო დაგეგმილი, შემდეგ 1-ელ აგვისტომდე გადაიდო, ახლა კი ამაზე აღარავინ ლაპარაკობს.

პრემიერ-მინისტრი ბენეტი მუდმივად აცხადებს, რომ ეკონომიკის კიდევ ერთხელ გაჩერება არ სურს, თუმცა, სიტყვა „მაგრამ“ სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება.

„ჩვენ ვიცით, როდის უნდა დავაჭიროთ მუხრუჭებს”, - ამბობს ბენეტი.

თავდაცვის მინისტრი ბენი განცი აღნიშნავს, რომ მთავრობამ საზოგადოება სექტემბერში ლოკდაუნის შემოღებისთვის უნდა მოამზადოს. თუმცა, წინა ლოკდაუნების გაკვეთილი ცხადყოფს, რომ თუნდაც ყველაზე მკაცრი კარანტინი - მხოლოდ დროის მოგების შესაძლებლობაა და არა პრობლემის ფუნდამენტური გადაწყვეტა.

განვლილი კორონავირუსის ტალღების მიერ მიღებული გაკვეთილი არის ის, რომ ყველაზე მკაცრი ჩაკეტვაც კი მაქსიმუმ შვებას იძლევა. პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთი წარმატებული საშუალება არის ვაქცინაცია, იმის მიუხედავად, რომ მისი ეფექტიანობა რამდენიმე თვეში სუსტდება, ისრაელის ხელისუფლებამ შესაბამისი დასკვნა გააკეთა - მეტი ადამიანი უნდა აიცრას.

60 წელს გადაცილებული პირებისთვის ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება დაიწყო, ასაკობრივი ზღვარი მალე შეიძლება შემცირდეს.

მილიონზე მეტ არავაქცინირებულ მოქალაქეზე კი ზეწოლა გაიზარდა.

„თქვენ საფრთხეს მთელ ქვეყანას უქმნით და თუ აუცილებელი გახდა ახალი ლოკდაუნის გამოცხადება - ეს თქვენი ბრალი იქნება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კორონავირუსისაგან 183 მლნ გამოჯანმრთელებულია მსოფლიო მასშტაბით. ამავე მონაცემების მიხედვით, ყოველდღიურად იზრდება ვირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობას. 10 აგვისტოს მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 204 მლნ-ს აჭარბებს.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, მათი რაოდენობა 4,316,399-ს შეადგენს.

იხილეთ აგრეთვე:

✅იტალიაში დაამტკიცეს კანონი, რომლის მიხედვითაც მასწავლებლებმა უნდა წარადგინონ ვაქცინაციის დოკუმენტი

✅ჯო ბაიდენის ინიციატივით ვაქცინირებულ პირებს 100 აშშ დოლარს გადაუხდიან

✅მოსალოდნელია, გავრცელდეს ვირუსის უფრო მძლავრი ვარიანტი, რომელმაც შესაძლოა, ვაქცინირებულებსაც ზიანი მიაყენოს - ენტონი ფაუჩი