მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ზაფხულია და ყველას გვინდა თავისუფლება, მაგრამ ეს ადამიანთა სიცოცხლის ხარჯზე არ უნდა იყოს“ - გამყრელიძე

NCDC-ის ხელმძღვანელი
1624188258
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლები კვლავ საყურადღებო რჩება.

მისი თქმით, თავისუფლად ცხოვრების სურვილი გასაგებია, თუმცა ეს ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

„ეს ცეცხლთან თამაშია. ჩვენ ჯერ კორონავირუსული ინფექცია რა დაგვიმარცხებია. დღესაც 521 შემთხვევა იყო, 12 ადამიანი დაიღუპა ბოლო 24 საათში, ეს ხომ სერიოზული ციფრებია პატარა საქართველოსთვის.

ამიტომ, ჩვენ უნდა გავითავისოთ, მესმის, რომ რთულია, ზაფხულია და ყველას გვინდა უფრო მეტი თავისუფლება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ადამიანთა ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარჯზე“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ რამდენ ადამიანს დაუდასტურდა საქართველოში ინდური შტამი?

⭕ ჯანმოს განცხადების მიხედვით, სექტემბრისთვის თითოეული ქვეყნის მოსახლეობის, სულ მცირე, 10% ვაქცინირებული უნდა იყოს

⭕ აზიანებს თუ არა კორონავირუსის ვაქცინა სპერმის ხარისხს?