მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში კორონავირუსისგან ორი მოზარდი განიკურნა

სამეგრელო, რუხი
1590948370
COVID-19

ზუგდიდში, რუხის კლინიკაში მოთავსებული ორი კოვიდინფიცირებული ბავშვი გამოჯანმრთელდა.

მოზარდები ტრაილერის მძღოლის კლასტერის წევრები არიან და დაახლოებით, 15 დღეა მკურნალობენ. ამჟამად კლინიკაში 7 Covid დადებითი პაციენტი რჩება, 6 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ცნობისთვის, საქართველოში კოვიდინფიცირების 783 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.