ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, პირველი თებერვლიდან ზოგიერთი კლინიკა თავის მულტიფუნქციურ საქმიანობას დაუბრუნდება.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, პირველი თებერვლიდან ზოგიერთი კლინიკა თავის მულტიფუნქციურ საქმიანობას დაუბრუნდება.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის ალექსანდრე ანქვაბის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. იგი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაიყვანეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო მზად არის იმისთვის, რომ სამივე ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინა შემოიტანოს.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თამარ გაბუნია ვაქცინაციის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ საკითხზე ტექნიკური მუშაობა დასრულდა.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია საწოლფონდების რაოდენობასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების შედეგად 18 იანვრის მონაცემებით 3000-მდე საწოლია თავისუფალი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ბრიფინგზე შეაჯამა. მისი განმარტებით, ქვეყანაში ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების კლება შეინიშნება.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 110 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 72 შემთხვევა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 964 ტესტი. შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 110 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა 1 643 პირი.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 958 პირი ემსხვერპლა.
ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია, - გეგმის საბოლოო დეტალებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ვაქცინაციის სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
17 იანვარს ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი თბილისში დადასტურდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9083 ტესტი. შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1608 პირი.
„ცალსახად ვურჩევ ყველას, ვისაც არ ექნება რაიმე განსაკუთრებული საწინააღმდეგო ჩვენება, ვაქცინის მიმართ ალერგიული რეაქცია ან რაღაც ასეთი, ყველამ გაიკეთოს ვაქცინა და უპირველეს ყოვლისა, ვინც განეკუთვნება რისკის ჯგუფებს. ის რომ ცუდი იყოს, ინგლისის დედოფალი და მისი ოჯახი არ აიცრებოდა, არ აიცრებოდა ჯო ბაიდენი და ერდოღანი“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 1 236 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი თბილისში დადასტურდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა.