მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1998 წლის დენომინაციის შემდეგ რუბლის კურსი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

მეზობელი ქვეყნების ვალუტები

ნავთობზე ფასების რეკორდულ ვარდნას რუბლის რეკორდული გაუფასურება მოჰყვა. ბოლო 2 თვეში რუსული ეროვნული ვალუტა 32%-ით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 82 რუბლს მიაღწია.

1998 წლის 1-ელ იანვარს დენომინაციის შემდეგ, რუსულ რუბლს სამი ნული ჩამოშორდა და კურსი დოლართან მიმართებაში 5.95-ზე დაფიქსირდა, თუმცა იმავე წელს აზიის კრიზისი რუსეთსაც შეეხო, რამაც 3 კვირაში კურსი 6.2-დან 21-მდე აიყვანა. მაშინ ელცინს დეფოლტის გამოცხადებამ მოუწია, რუსეთის ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა.

2000-იანი წლების დასაწყისში დოლარის ღირებულება 30 რუბლს გადასცდა, 2008 წელს კი, როცა ნავთობის ფასმა $140-ს, ინფლაციის გათვალისწინებით $160-ს გადააჭრბა, დოლარის ფასი 23 რუბლამდე შემცირდა.

2014 წელს, როდესაც ნავთობზე ფასების ვარდნის ახალი ტალღა დაიწყო დოლარი 33 რუბლი ღირდა, 2008 წლის იანვარში ნავთობის ფასი $28-მდე შემცირდა რუბლის კურსი მაშინ 81-მდე გაიზარდა, ახლანდელი მიმდინარე კურსი ახალი რეკორდია.