მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

200-ლარიანი დახმარების პროგრამა კვლავ ამოქმედდება

სხვადასხვა კუპიურები

ოფიციალურად დასაქმებული პირებისთვის, რომლებმაც სამსახური პანდემიის დროს დაკარგეს, მთავრობის მიერ დაწესებული დახმარება 6 თვის განმავლობაში კვლავ იმუშავებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა პირველი იანვრიდან განახლდება.

„ადამიანებისთვის, რომლებმაც ფორმალურად დაკარგეს სამსახური, 6 თვით 200-ლარიანი დახმარების პროგრამა პირველი იანვრიდან დაიწყება და დამატებით ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინფორმაციისთვის, ქვეყნის მასშტაბით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე პერიოდში კორონავირუსის გავრცელების გამო დამატებითი შეზღუდვები წესდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 8 ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იკრძალება

👉 რა შეზღუდვები ეხება ზამთრის კურორტებს?

👉 ცნობილია, როდის განაახლებს მუშაობას მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი