მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 32.28 მლრდ ლარი შეადგინა

საქართბელოს ეროვნული ბანკის შესასვლელი

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი ნოემბრისათვის 32.28 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 561.89 მლნ ლარით, ანუ 1.71%-ით ნაკლებია პირველი ოქტომბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 119.86 მლნ ლარით, ანუ 0.78%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.24%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 442.04 მლნ ლარით, ანუ 2.53%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 1.46%-ით).

ეროვნული ბანკის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 37.75 პროცენტი შეადგინა.

„პირველი ოქტომბერის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.65 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 1.05 პროცენტული პუნქტით).

ოქტომბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.27% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.37%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.36%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.41%, ხოლო ევროს წილმა 14.18% შეადგინა“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.