მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს

ჩვენს თანამოქალაქეებს კიდევ ერთხელ ვთხოვ, ყველამ ვატაროთ პირბადე, გავუფრთხილდეთ საკუთარი და ერთმანეთის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას

„მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორმა ვერ შეძლო ინვესტიციის მოზიდვა, ანაკლიის პორტი, როგორც ჩვენი ქვეყნის მომავლის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, გვერდით არ გადაიდება“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით. 

თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს, რაც საკონსტიტუციო ჩანაწერით დასტურდება. პროექტის განხორციელებისთვის ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა, როდესაც კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერი შეიტანა. „ამ ნაბიჯით ხელისუფლებამ სრულად უზრუნველყო პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ფინანსური თუ საკანონმდებლო გარანტიები",- განაცხადა მან.

მან იმედი გამოთქვა, რომ მიუხედავად პოსტ-პანდემიური კრიზისისა, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით, ხელისუფლება შეძლებს ინვესტორების დაინტერესებას და პროექტის განხორციელებას.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა. პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა პორტის ასაშენებლად ტენდერის გამოცხადებას გეგმავს.

იხილეთ აგრეთვე:

💠ფრენები, ნამახვან ჰესი, ანაკლიის პორტი - ნათია თურნავამ მთავრობის ახალ ბიზნეს გეგმებზე ისაუბრა