მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში 2.99 მლნ ადამიანმა სამუშაო ადგილი დაკარგა

უმუშევრობა აშშ

შეერთებულ შტატებში დასაქმების ბუმი კორონავირუსმა დაასრულა. უმუშევრობის მაჩვენებელი მარტში თებერვალთან 0.9%-ით 4.4%-მდე გაიზარდა.

2019 წლის სექტემბერში აშშ-ში უმუშევრობის დონე 50 წლიან მინიმუმამდე შემცირდა და 1969 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდა, იმ პერიოდს, როდესაც ადამიანმა პირველად დადგა ფეხი მთვარეზე. მოლოდინები უმეტესად პოზიტიური იყო. ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდა. იქმნებოდა ახალი სამუშაო ადგილები. კიდევ 0.2%-იანი კლება და უმუშევრობის სიმცირის მაჩვენებელი უკვე 68 წლიან რეკორდს მოხსნიდა, თუმცა ყველაფერი საპირისპიროდ განვითარდა და მარტში უმუშევართა რიცხვი 1.35 მლნ-ით გაიზარდა. კიდევ უფრო მეტად 2.99 მლნ-ით შემცირდა დასაქმებულ ამერიკელთა რაოდენობა, რაც მომავალი თვეების პროგნოზს პესიმისტურს ხდის.

გაურკვევლობისა და უმუშევრობის ზრდის ტემპის გათვალისწინებით, ანალიტიკოსთა ნაწილი კატასტროფულ პროგნოზს აკეთებს და წლის ბოლომდე უმუშევრობის მაჩვენებლის 13%-მდე ზრდას ვარაუდობს. ასეთი რამ აშშ-ში დიდი დეპრესიის შემდეგ აღარ მომხდარა. თუ უმუშევართა რიგებს 16 მლნ ადამიანი შეემატა, მათ დახმარებას პლანეტის #1 ეკონომიკის მქონე სახელმწიფოც ვეღარ შეძლებს. 

ტრამპს რეცესიის თავიდან ასაცილებლად წარმოების სწრაფად განახლება სურდა, თუმცა მას შემდეგ რაც ინფიცირებულთა რაოდენობამ ყოველდღიურად ხუთნიშნა მაჩვენებლით დაიწყო ზრდა პრეზიდენტს უკან დახევამ მოუწია.