ეკონომიკა

აზიის განვითარების ბანკმა წყალმომარაგების სექტორის განვითარებისთვის საქართველოს 133 მლნ ევრო გამოუყო

დინანსთა სამინისტრო ხელმოწერა
16:50 16.10
დაკოპირებულია

დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა შეინ როზენტალმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის „წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამის თაობაზე“. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

პროგრამის ფარგლებში, ADB გამოყოფს ფინანსურ რესურსს 115,3 მლნ ევროს ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხს და თანხა პირდაპირ მიიმართება ბიუჯეტში. პროგრამა, ასევე, მოიცავს საინვესტიციო კომპონენტს, რომლის ფარგლებშიც დაფინანსება 17,7 მლნ ევროს შეადგენს.

„პროგრამის მიზანია, წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მართვისა და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაუმჯობესება.

პროექტი მოიცავს ქალაქად და სოფლად წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის გაძლიერებას, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიის მენეჯმენტის ეფექტურობისა და მართვის გაუმჯობესებას. რაც შეეხება საინვესტიციო კომპონენტს, პროგრამა ითვალისწინებს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ქალაქ თელავში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნული შეთანხმებების გაფორმება, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია.





სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
საინფორმაციო სააგენტო PIA.GE გთავაზობთ 20 ოქტომბრის მნიშვნელოვანი ამბების დაიჯესტს. * საქართველოში...
23:51 20.10
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე 5 წლის ბავშვი...
23:35 20.10
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ნგრევად შენობებში მცხოვრებ 274 დ...
23:11 20.10
„ეს არ არის ივანიშვილის გუნდი. ეს არის კობახიძის გუნდი და კობახიძე ვერანაირ არჩევნებს ვერ მოიგებს. მ...
23:03 20.10
ქართველი ბიზნესმენი გოგი თოფაძე: ჟვანიას ვუთხარი, 3-დან 4 წლამდე...
ბიზნესმენ გოგი თოფაძის განცხადებით, მისი შვილიშვილის მკვლელობის მცდელობაში ბალდებული ბუსა ჟვანიასთვი...
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური გან...
დღეს, 20 ოქტომბერს, გლდანის რაიონის მკვებავი მაგისტრალური ქსელის ავარიულად დაზია...
ბექა ლილუაშვილი: ეკონომიკაში ერთი მილიარ...
„მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ჩაიდება ერთი მილიარდი ლ...
ბექა ლილუაშვილი: „ქართული ოცნების“ მთავა...
„დღეს არსებული გლობალური პანდემიის და რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური გამოწვ...