მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დაკორექტირების შემდეგ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 3%-ით გაიზარდა

უცხოური ინვესტიციები

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წელს $1.311 მლრდ შეადგინა, რაც 2018 წლის მონაცემებზე 0.3%-ით მეტია და 3%-ით აღემატება 2019 წლის წინასწარ მონაცემებს. ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.

ინვესტიციების 48.4% - $635 მლნ რეინვესტირებაზე მოდის, რაც ბოლო 7 წლის მაქსიმუმია. თუმცა თავად ინვესტიციების ჯამური მოცულობა 2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, თუ არ ჩავთვლით 2018 წლის უმნიშვნელო -$4.5 მლნ-იან ჩამორჩენას. მდგომარეობა უფრო რთულია თუ ინვესტიციებს მშპ-ს მიმართ ფარდობაში დავთვლით. თუ 2014-2017 წლებში ინვესტიციების წილი მშპ-ში 10%-ს აჭარბებდა, ახლა ის 7%-მდეა შემცირებული.

2019 წელს საქართველოში #1 ინვესტორი $237 მლნ-ით ბრიტანეთი იყო, მას $175 მლნ-ით თურქეთი და $133 მლნ-ით ირლანდია მოსდევს. ათეულში ასევე შედიან: აშშ - $112 მლნ, ნიდერლანდები - $100 მლნ, პანამა - $77 მლნ, ლუქსემბურგი - $69 მლნ, რუსეთი - $55 მლნ, ჩინეთი - $44 მლნ და იაპონია - $40 მლნ.

რაც შეეხება ინვესტიციებს სექტორების მიხედვით ყველაზე მეტი - $272 მლნ-ს ინვესტიცია საფინანსო სფეროში განხორციელდა, მას $262 მლნ-ით ენერგეტიკა მოსდევს, სამეულს კი $127 მლნ-ით ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა ამთავრებს.