მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავითაშვილი: ღვინის სექტორს გაყიდვებთან დაკავშირებით სირთულეები აქვს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი 2020

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, პანდემიის გამო, ღვინის სექტორს, გაყიდვებთან დაკავშირებით, გარკვეული სირთულეები აქვს.

„ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა ღვინის კომპანიების წარმომადგენლებთან, მეწარმეებთან, მევენახეებთან. ჩვენ ვიცით, რომ პანდემიიდან გამომდინარე, ტურიზმთან დაკავშირებულ სექტორებს, მათ შორის, ღვინის სექტორს, გაყიდვებთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები აქვს. საექსპორტო გაყიდვები ზოგიერთ ბაზარზე  შემცირებულია. ჰორეკას სექტორი - სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, სადაც პირდაპირ, უშუალოდ მიეწოდება პროდუქტი, პანდემიიდან გამომდინარე, ფაქტობრივად დაკეტილი იყო როგორც ევროპის წამყვან ქვეყნებში, ისე ჩვენ სამეზობლოში. ეს ფაქტორი აისახა ღვინის გაყიდვებზე. ჩვენი გაყიდვები, წინა წლის რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით 10-15%-ით შემცირდა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.