მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეროვნული ბანკი საქართველოს საგარეო მოწყვლადობის შეფასებაზე მორიგ კვლევით ნაშრომს აქვეყნებს

საქართბელოს ეროვნული ბანკის შენობა

ეროვნული ბანკი საქართველოს საგარეო მოწყვლადობის შეფასებაზე მორიგ კვლევით ნაშრომს აქვეყნებს. 

ნაშრომი „საქართველოს საგარეო მოწყვლადობის შეფასება“ სებ-ის მაკროფინანსური მოდელირებისა და ანალიზის განყოფილების თანამშრომლებმა ყოფილ კოლეგასთან, ზვიად ზედგინიძესთან ერთად მოამზადეს, რომელიც ამჟამად საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველია.

კვლევის მიზანს საქართველოს საგარეო მოწყვლადობის შეფასება წარმოადგენს. საქართველოს მსგავსი მცირე ზომის ღია ეკონომიკები, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტითა და დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლით, განსაკუთრებით მოწყვლადი არიან საგარეო შოკების მიმართ.

„ადრეული გაფრთხილების სისტემის განვითარებას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქვეყნის საგარეო მოწყვლადობის შეფასებაში. გაზრდილი საგარეო მოწყვლადობის გამოსავლენი ინსტრუმენტის შესამუშავებლად სამ-ეტაპიანი მიდგომა გამოვიყენეთ, რომელიც საქართველოს ეკონომიკური თავისებურებების გათვალისწინებით შეიქმნა. პირველი ეტაპზე განისაზღვრება საქართველოსთვის გაზრდილი მოწყვლადობის პერიოდები Exchange Market Pressure (EMP) ინდექსის გამოყენებით.

მეორე ეტაპი საგარეო მოწყვლადობის ზრდის დასადგენად საუკეთესო ინდიკატორების გამოვლენას ითვალისწინებს. ბოლო, მესამე ეტაპზე კი ხდება მიღებული ინდიკატორების გაერთიანება და საერთო საგარეო მოწყვლადობის ინდექსის (External Vulnerability Index, EVI) შემუშავება. შედეგები გვიჩვენებს, რომ აღნიშნული ინდექსი წარმატებით ახდენს გაზრდილი საგარეო მოწყვლადობის დროულად გამოვლენას“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

კვლევითი ნაშრომის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე.