მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფულად გზავნილებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

სებ-ის პრეზიდენტი 2020

ეროვნული ბანკის სპრეზიდენტი კობა გვენეტაძე ფულადი გზავნილების დინამიკას დამაიმედებელს უწოდებს.

მისი თქმით, გზავნილების მოცულობის ცვლილება პოზიტიურია.

"ფულადი გზავნილების დინამიკა დამაიმედებელია: თუკი აპრილში გზავნილები წლიურად 42.3%-ით შემცირდა, მაისში კლება მხოლოდ 9.6% იყო. იმის გათვალისწინებით, თუ რა უარყოფით მოლოდინი არსებობდა ამ მაჩვენებელთან დაკავშირებით პანდემიის დასაწყისში, ეს ნამდვილად კარგი ამბავია. ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, არც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გვექნება ისეთი მაღალი, როგორსაც აქამდე არსებული საბაზო პროგნოზი აჩვენებდა. ეს კი, თავის მხრივ, დადებით გავლენას მოახდენს როგორც ეკონომიკურ აქტივობაზე, ისე გაცვლით კურსზე",- წერს კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში.