მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

საქართბელოს ეროვნული ბანკის შესასვლელი

2021 წლის 2 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 71 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.000 პროცენტით, მაქსიმალური 8.080 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.026 პროცენტით განისაზღვრა.

ცნობისთვის, კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 8.000 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.