მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 80 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

ეროვნული ბანკის შენობა - Pia.ge

2020 წლის 24 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ინფორმაციას ევროვნული ბანკი ავრცელებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 155 617 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.240 პროცენტით, მაქსიმალური 8.280 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.265 პროცენტით განისაზღვრა.

ცნობისთვის, კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.