მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $40 მლნ გაყიდა

საქართბელოს ეროვნული ბანკის შესასვლელი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამართულ სავალუტო აუქციონზე, 2020 წლის 19 მარტს სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1564 შეადგინა.

სების სავალუტო ინტერვენცია მიმდინარე წელს რიგით მეორეა. პარასკევს 13 მარტს ეროვნულმა ბანკმა $20 მლნ გაყიდა, თუმცა მას ვარდნის ტემპი არ შეუნელებია და ლარმა გაუფასურების რეკორდი მიყოლებით 4-ჯერ მოხსნა. 19 მარტის ლარის ოფიციალური კურსი 3.1804-ს შეადგენს, 38 თეთრით მეტს 10 დღის წინანდელთან შედარებით.