მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი გახარია: IMF-მა საქართველოს ეკონომიკის მიღწევები კიდევ ერთხელ დაადასტურა

პრემიერ-მინისტრი

„გუშინ შედგა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემდგომი, მე-7 შეხვედრა, სადაც განხილული იყო საქართველოს პროგრამის შესრულების მე-7 ეტაპი და ამ განხილვის დროსაც კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მიღწევები ეკონომიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისის საპასუხოდ მთავრობის მიერ მიღებული ბიზნესის მხარდაჭერის კონკრეტული გეგმა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 4,3% იქნება.

მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში სტრუქტურული რეფორმები უნდა გაგრძელდეს და ყურადღება მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შესრულების დისციპლინაზე უნდა გამახვილდეს.

„ეს თითოეულ ჩვენგანს ეხება, რადგან ითვალისწინებს როგორც ხარჯვით, ასევე საშემოსავლო ნაწილს. აუცილებელია, რომ 2021 წელი უაღრესად ფრთხილად და გონივრულად გავატაროთ, ეს არის ის პოსტკრიზისული სწრაფი ეკონომიკური აღდგენის პოტენციალი, რომელიც უნდა შევუნარჩუნოთ როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ასევე ჩვენს თითოეულ მოქალაქეს“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პანდემიის პირობებში ეკონომიკური კრიზისული პროგრამა დაამტკიცა, რამაც დონორი ორგანიზაციებისგან დახმარების სწრაფად მიღების შესაძლებლობა შექმნა.