მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კერძო სექტორში საშუალო ხელფასი ₾1227-მდე გაიზარდა

ხელფასის ზრდა

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2020 წლის I კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.5 პროცენტით გაიზარდა და 26.0 მილიარდი ლარი შეადგინა.

2020 წლის I კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 684.4 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 3.1 პროცენტით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41.8 პროცენტი ქალია, ხოლო 58.2 პროცენტი - კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 39.9 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.7 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 39.4 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.

2020 წლის I კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 227 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 75.2 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 957.5 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 23.3 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

⦁ მსხვილი ბიზნესი – 1 294 ლარი

⦁ საშუალო ბიზნესი – 1 405 ლარი

⦁ მცირე ბიზნესი – 1 035 ლარი.

მოცემული თანხები დარიცხულ ხელფასს ასახავს, მას საპენსიო შენატანი დ საშემოსავლო აკლდება, რის შემდეგაც ხელზე ასაღები საშუალო ხელფასი 962 ლარამდე მცირდება.