ეკონომიკა

კობა გვენეტაძე პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს

კობა გვენეტაძე
16:36 ხუთ. 16 ივლისი
დაკოპირებულია

პარლამენტში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უსმენენ. კობა გვენეტაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2019 წლის წლიურ ანგარიშს წარადგენს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოხსენება იმ პრიორიტეტულ მიმართულებების მიმოხილვით დაიწყო, რომლითაც საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ცენტრალური ბანკი ხელმძღვანელობდა. ხ

„ხაზგასასმელია, რომ გასული წლების განმავლობაში საერთაშორისო რეზერვების დაგროვების მიმართულებით გაწეული ძალისხმევის სარგებელი არსებულ სიტუაციაში განსაკუთრებით კარგად ჩანს. ამ არაორდინარული ვითარების ფონზე, სწორედ აღნიშნული რეზერვებს ვიყენებთ სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებისთვის. შოკებთან გასამკლავებლად გაცვლითი კურსის მოქნილობა კვლავ აქტუალური იქნება,“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

გამოსვლის ფარგლებში, კობა გვენეტაძე ახალი პანდემიის პირობებში შექმნილი გამოწვევების ეკონომიკურ ზეგავლენაზე ისაუბრებს და დეპუტატებს გააცნობს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ შესაბამის ნაბიჯებსა და განხორციელებულ ღონისძიებებს.

„დღეს, როდესაც ეკონომიკა პანდემიის ფინანსურ და ეკონომიკურ შედეგებს უმკლავდება, სავსებით ცხადად გამოჩნდა ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის აქცენტების და მიდგომების სრული სისწორე. ასეთი თანმიმდევრული მიდგომების გარეშე ჩვენი საფინანსო სისტემა დღევანდელ უპრეცედენტო გამოწვევას ვერ გაუძლებდა. თუ 2008 წელს პრობლემები ფინანსური სექტორიდან წამოვიდა, დღეს, პირიქით, სწორედ იმის გამო, რომ წლების განმავლობაში საბანკო სისტემა მომგებიანი იყო და ბუფერებს აგროვებდა, ეს ახლა კრიზისთან გამკლავებაში გვეხმარება, ვინაიდან ჯანსაღი ფინანსური სექტორი არის ის ლოკომოტივი, რომელიც პანდემიით დაზარალებულ ეკონომიკას სწრაფ აღდგენასა და გაჯანსაღებაში ეხმარება,“ - აღნიშნა ეროვული ბანკის პრეზიდენტმა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მისი მანდატის ფარგლებში, ეკონომიკასა და ფინანსურ სექტორზე COVID-19-ის ზეგავლენის შერბილების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გაატარა. საგანგებო ნაბიჯები სხვადასხვა მიმართულებით გადაიდგა: ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებისთვის ლიკვიდური ფულადი რესურსების შეუფერხებელი მიწოდება, დროებითი საზედამხედველო გეგმის შემუშავება და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის გაფართოება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოხსენების დასრულების შემდეგ, კობა გვენეტაძე დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

დღის ფოტოები მსოფლიოდან, 23 ნოემბერი 2020

კორონავირუსის ვაქცინა, იძულებით გადაადგი...

[dghis-photoebi-msophliodan_o_h.jpeg] კაჭკაჭები და ყვავები ბეწვიდან ტკიპებით იკვ...
22:11 ორშ. 23 ნოემბერი
გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, პაციენტი დაახლოებით, ორი კვირის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფ...
00:07
„გვყავს 27 წლის ქალი, რომელსაც 35-ე კვირას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, სასიცოცხლო ჩვენებით. ამ ეტაპზე ს...
23:57 ორშ. 23 ნოემბერი
👉 რა ღირს რძის ნაწარმი მსოფლიოში? მსოფლიო ურთულესი გამოწვევის, კორონაპანდემიის წინაშე დგას. ამ ფონზ...
23:44 ორშ. 23 ნოემბერი
ნაღმის აფეთქების შედეგად აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის რუსი...
23:22 ორშ. 23 ნოემბერი
საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ჟურნალისტებთან

ერთმანეთთან ქიშპობაში ქვეყანა უფსკრულისკენ წა...

მისი თქმით, ადამიანები ერთმანეთს უნდა გაუფრთხილდნენ, რადგან პანდემიის პირობებში გადარჩნენ. „თუ ერთმ...
21:56 ორშ. 23 ნოემბერი
18:28 ორშ. 23 ნოემბერი
ვახტანგ ძაბირაძე: ოპოზიციისთვის ქუჩაში დ...
ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, პარლამენტი, სამართლებრივი თვალსაზრისით, სრულიად ლეგ...
18:28 ორშ. 23 ნოემბერი
24-25 ნოემბერს, რეგიონული კონფერენცია ,,...
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს საგარო საქმეთა სამინისტრო, როგორც მ...
18:20 ორშ. 23 ნოემბერი
საქართველო კორონავირუსის გავრცელების კუთ...
ბოლო 1 კვირაში 100 ათას მოსახლეზე 95.9 ადამიანი ინფიცირდა. რაც ყველაზე დიდი მაჩვ...