მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კომუნალური გადასახადების დაფინანსების პროგრამა კიდევ 4 თვით გაგრძელდება

გაზის მიწოდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამა ზამთარშიც გაგრძელდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„გვესმის, რომ შემდეგი 2 წელიც გლობალური ეკონომიკისთვის მძიმე იქნება. იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების შემოსავლის შემცირება ან სამუშაოს დაკარგვა დავაკომპენსიროთ, მთავრობამ გადაწყვიტა, კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამა გაგრძელდეს ზამთრის 4 თვის განმავლობაში. ეს იქნება ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვლის თვეები“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, სუბსიდირება იმავე პრინციპით გაგრძელდება, როგორც გაზაფხულზე იყო.