მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის გამო ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეჩერდება

გზის რეკონსტრუქცია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ ეპიდემიოლოგ გიორგი ჩახუნაშვილთან შეხვედრაზე ის რეკომენდაციები განიხილა, რომლის გათვალისწინება კორონავირუსის პრევენციის მიზნით ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმოებისას უშუალოდ ობიექტებზე უნდა მოხდეს.

„შეხვედრის ფარგლებში შემუშავდა მთელი რიგი რეკომენდაციები. მათი დიდი ნაწილი უკვე სრულდება, თუმცა გარკვული პოზიციები დაზუსტდა დღეს და უკვე ხვალ მიეწოდება შესაბამის კომპანიებს. აღნიშული რეკომენდაციების შესრულება საშუალებას მოგვცემს გავაგრძელოთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და მინიმუმამდე დავიყვანოთ ყველა შესაძლო რისკი“ - განაცხადა რგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ.

მიღებული რეკომენდაციების სამშენებლო სექტორითვის გაცნობის მიზნით, ირაკლი ქარსელაძე იმავე დღეს „ინფრატსრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ წარმომადგენლებსაც შეხვდა.

ვინაიდან ინფრატსრუქტურული პროექტების განხორციელება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება და მეტიც, იწყება არაერთი ახალი პროექტი, დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან მიღებული რეკომენდაციების სამშენებლო სექტორისთვის გაცნობას, სამინისტროსთან ერთად, „ინფრატსრუქტურის მშენებელთა ასოციაც“ უზრუნველყოფს.

„საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო დღეს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ვიმსჯელეთ პერსონალის მოფრთხილების საკითხებზე. ჩვენ დამატებით კონკრეტულ მითითებებს მივიღებთ ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან იმ კუთხით, რაც სპეციფიკურია ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის დარგი, რომელშიც ჩვენი ასოციაციის წევრები მუშაობენ, არის დარგი რომელიც დღეს არ ჩერდება და მეტი ინტენსივობით მუშაობს, რათა მაქსიმალურად ნაკლები იყოს უარყოფითი ეფექტი ეკონომიკაზე შექმნილი ვითარების გამო“ - აღნიშნა ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ანა საბახტარიშვილმა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან ერთად შემუშავებულ რეკომენდაციებს, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო დაწესებულებების კონტრაქტორი ორგანიზაციები მიიღებენ ელექტრონული ფორმით. სხვა სამშენებლო კომპანიებისთვის ინფორმაციის მიწოდებას კი უზრუნველყოფს „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაცია“.