მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისის აეროპორტში საერთაშორისო ფრენებს ახალი მიმართულება დაემატა

ფრენებს აბუდაბის რეისი დაემატა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახლო აღმოსავლეთში რეგულარული პირდაპირი რეისებით მოხვედრა იქნება შესაძლებელი.

1-ლი ოქტომბრიდან მგზავრები დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში კვირაში ორჯერ - ხუთშაბათსა და კვირას შეძლებენ მგზავრობას.

ქუთაისის აეროპორტის ინფორმაციით, აბუ დაბის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ვიზეარის მიერ ახლახანს დაფუძნებული Wizz Air Abu Dhabi შეასრულებს.

ქუთაისიდან აბუ დაბის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები Airbus A321neo შესრულდება.