მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლაშა ხუციშვილი: ევრობონდებზე დაბალი საპროცენტო განაკვეთის დაფიქსირებით, ბიუჯეტი მომდევნო 5 წელი დაზოგავს, დაახლოებით, 350 მილიონ ლარს

ევრობონდებზე დაბალი საპროცენტო განაკვეთის დაფიქსირებით, ბიუჯეტი მომდევნო 5 წელი დაზოგავს, დაახლოებით, 350 მილიონ ლარს

ევრობონდების დაბალი საპროცენტო განაკვეთის დაფიქსირებით ბიუჯეტი დაზოგავს, დაახლოებით, 350 მილიონ ლარს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს შედეგი საქართველოს ეკონომიკის, მისი მაკროეკონომიკური მიმართულებების როგორც ფისკალური, ასევე მონეტარული მმართველობის ხარისხის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა.

„მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე, ახალი ობლიგაციებით, მოხდა ფაქტობრივად რეფინანსირება 2011 წელს გამოშვებული ევრობონდების, რომლის საპროცენტო განაკვეთი, დაახლოებით, 2,5-ჯერ უფრო მაღალი იყო - 6,875% და რომლის დაფარვაც განხორციელდა მიმდინარე წლის 12 აპრილს. აქ მნიშვნელოვანია, ასევე, ბიუჯეტის მხრივ კონკრეტული ეკონომიკები. კერძოდ, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში იმის გამო, რომ საპროცენტო განაკვეთი არის გაცილებით დაბალი, ბიუჯეტი დაზოგავს, დაახლოებით, 350 მილიონ ლარს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.