მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაია ცქიტიშვილი: აუცილებელია შეზღუდვები ფრთხილად და თანმიმდევრულად მოიხსნას

ვიცე-პრემიერი

"აუცილებელია შეზღუდვების მოხსნა მოხდეს ფრთხილად, თანმიმდევრულად და მიზნობრივად, რათა ამ პროცესმა არ გამოიწვიოს დაავადების მეორე ტალღა",- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვების მოხსნის შესახებ ინფორმაციას, მთავრობა ხვალ, 24 აპრილს, ანტიკურიზისულ გეგმის წარდგენისას გააცნობს საზოგადოებას.

„ხვალვე გვექნება საუბარი იმაზე, თუ რა ეტაპებით მოხდება შეზღუდვების მოხსნა. ბუნებრივია, შეზრუდვების მოხსნა არის დაგეგმილი და ეს არის პროცესი, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად გავივლით. მთავრი წინაპირობა ამ შეზღუდვებისთვის არის ეპიდემიოლოგიური ვითარება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვირუსის გავრცელების დინამიკის შენარჩუნება, არამედ ჩვენი ამოცანაა დაავადების შეჩერება საქართველოში. პირველი მთავარი წინაპირობა ამისთვის კი არის დინამიკის შენელება და შემთხვევევბის რაოდენობის კლება. შესაბამისად, შეზღუდვების მოხსნის პროცესი უნდა მიყვეს ამ დინამიკას და აუცილებლად ასეც იქნება. როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ გარკვეული შეზღუდვის მოხსნა გახდა შესაძლებელი, ჩვენ ეს გავაკეთეთ, ისევე როგორც ეტაპობრივად ვაწესებდით შეზღუდვებს დაავადების გავრცელების დინამიკიდან გამომდინარე”,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.ა.