ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: რიკოთის მონაკვეთი 2023 წლამდე უნდა დასრულდეს

ვიცე-პრემიერი
01:05 23.05
დაკოპირებულია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით რიკოთის მონაკვეთი არის ერთ-ერთი ყველაზე რთული მონაკვეთი, რომლის გავლასაც საკმაოდ დიდი ხანი სჭირდება და შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რიკოთის მაგისტრალი მოექცეს იმ საერთაშორისო მაგისტრალისთვის საჭირო სტანდარტებში, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო გადაადგილებას, სხვა სიჩქარეებზე, ბევრად უფრო მაღალი გამტარუნარიანობით.

მინისტრის თქმით თქმით, ორ მონაკვეთზე სამუშაოები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის, რომელიც დააკავშირებს ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო მაგისტრალებს ევროპულ საერთაშორისო მაგისტრალს, რომელიც ჩინეთიდან ევროპამდე გრძელდება. რიკოთის მონაკვეთი არის ერთ-ერთი ყველაზე რთული მონაკვეთი, რომლის გავლასაც საკმაოდ დიდი ხანი სჭირდება და აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რიკოთის მაგისტრალი მოვაქციოთ იმ საერთაშორისო მაგისტრალისთვის საჭირო სტანდარტებში, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო გადაადგილებას, სხვა სიჩქარეებზე, ბევრად უფრო მაღალი გამტარუნარიანობით. 51 კილომეტრიანი მონაკვეთია მთლიანად. ორ მონაკვეთზე სამუშაოები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. დარჩენილ მონაკვეთებზე სამობილიზაციო სამუშაოებია. მთლიანობაში ვგეგმავთ, რომ 2022 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულია ბევრი ქართველი მუშა, მათ შორის, ადამიანები, რომლების ცხოვრობენ მიმდებარე სოფლებში. 5000 კაცი იყო დასაქმებული 2019 წელს. მას შემდეგ, რაც აქტიურ ფაზაში შევიდა დამატებითი ორი მონაკვეთი, ეს რაოდენობა 10 000 კაცამდე გაიზრდება და აქედან 70-80% ქართველი პერსონალია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეს მათ აძლევთ შემოსავლის წყაროს და ასევე დამატებით უნარ-ჩვევებს, რაც გამოადგებათ სამომავლოდ სამშენებლო სექტორში წარმატებით დასაქმებისათვის“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ამჟამად პირველი გვირაბის გაჭრის სამუშაოები მიმდინარეობს, შემდგომი ორი კვირის განმავლობაში კი იგეგმება ასევე ორი გვირაბის გაჭრა.

„ჩვენ დღეს გვქონდა საშუალება, გვენახა პირველი გვირაბის გაჭრის სამუშაოები რიკოთის მონაკვეთზე. შემდგომი ორი კვირის განმავლობაში იგეგმება ასევე ორი გვირაბის გაჭრა. ძალიან ბევრი გვირაბი და ხიდი გვაქვს ამ მონაკვეთზე. ეს მონაკვეთი არის საინჟინრო ნაგებობებით ყველაზე ძლიერად დატვირთული. ძალიან საინტერესოა საინჟინრო გამოწვევებითაც. ჩვენ გვქონდა საშუალება, კოვიდის ინფექციამდე სტუდენტებისთვის გვეჩვენებინა მშენებლობის პროცესი, პრაქტიკაში გვეჩვენებინა მათთვის ის თეორიული ცოდნა, რომელსაც ისინი იღებენ უნივერსიტეტებში და შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორც კი ეპიდემიოლოგიური ფონი მოგვცემს ამის საშუალებას, ამ პრაქტიკასაც გავაგრძელებთ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

საქართბელოს ეროვნული ბანკის შენობა

ეროვნული ბანკი მომხმარებელს აფრთხილებს

"მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც მოსახლეობას სესხ...
ქუთაისის შემოვლითი გზის III ლოტის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დასრულების ვადად განსა...
22:17 03.06
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1...
22:08 03.06
"საქართველომ მოახერხა უნიკალური რამ, რაც ბევრმა დიდმა სახელმწიფომ ვერ შეძლო და პრაქტიკულად, 3 თვის გ...
22:04 03.06
შინაგან საქმეთა სამინისტრი გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა. უწ...
21:58 03.06
არ გადაკვეთო 4 თბილისში, ბაგებში სროლა იყო
თბილისში, ბაგებში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, არიან დაჭრილე...
გორს სტიქიამ გადაურა
გორში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. შემთხვევა სტალინის გა...
მცხეთაში მტკვირსა და არაგვის ხიდებზე მოძ...
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წლის 4 ივნისიდან 10 ივნისამდ...
mediacritic.ge - მედიაკრიტიკის პლატფორმა...
2019 წელს კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ, მედიაწიგნიერების განვითარების...