მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Microsoft-ს Tik Tok-ის შესაძენად 45 დღიანი ვადა მიეცა

Microsoft tik tok

ტრამპმა ჩინურ Tik Tok-ს 45 დღანი ვადა მისცა, რათა ბიზნესი Microsoft-ს მიყიდოს და თავად ქვეყნიდან გავიდეს. Microsoft-ში აცხადებენ, რომ ტრანზაციის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს ყველაფერი ჩინური და მათ შორის, Tik Tok-იც აღიზიანებს. Huawei-ს მსგავსად Tik Tok-საც ჯაშუშობაში და ამერიკელთა პერსონალური ინფორმაციის მითვისებაში ადანაშაულებენ. პეკინი ტრადიციულად ბრალდებებს უარყოფს.

ჩინური სოციალური ქსელი, რომელიც ძირითადად მცირე ზომის ვიდეოებზეა ორიენტირებული, პირველად 2016 წელს გაეშვა. სტარტი წარუმატებელი აღმოჩნდა. მისი სახეცვლილი ვერსია მომხმარებელმა 2018 წელს იხილა. დღეისთვის ქსელი 40 ენაზეა ხელმისაწვდომი და მას 800 მლნ-მდე მომხმარებელი ჰყავს.