ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა: „გლობალური კეთილდღეობის ინდექსში“ საქართველოს ისტორიული მაქსიმუმი აქვს, რაც მნიშნელოვანი წარმატებაა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე
18:08 ხუთ. 19 ნოემბერი
დაკოპირებულია

„გლობალური კეთილდღეობის ინდექსში“ საქართველოს აქვს ისტორიული მაქსიმუმი, რაც მნიშვნელოვანი წარმატებაა ჩვენი ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ „გლობალური კეთილდღეობის ინდექსის“ კვლევაში საქართველოს მიერ მიღწეული შედეგის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, 2020 წელს საქართველო კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში უსწრებს ყველა მეზობელ ქვეყანას, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.

„ყველაზე სასიხარულოა, რომ ანგარიშში საქართველოს დაეთმო სპეციალური თავი, სადაც ჩვენი ქვეყანა დასახელდა ღია აღმშენებლობის, მდგრადი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკური განვითარების ყველაზე თვალსაჩინო, დამაჯერებელ მაგალითად.

აქ განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ინვესტორთა დაცულობა, საგადასახადო რეფორმა, რაც ჩვენი ფისკალური პოლიტიკის წარმატებაზე მიუთითებს. ანგარიში ცალსახად პოზიტიურია და მასში საქართველო გამორჩეულია როგორც ქვეყანა, რომელმაც ბოლო წლებში ბევრი გააკეთა, რათა განვითარების სწორ გზაზე დამდგარიყო, რაც გულისხმობს ქვეყნის მიზანს მიაღწიოს სიღარიბიდან კეთილდღეობამდე“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

შეგახსენებთ, საქართველომ 2020 წლის „კეთილდღეობის ინდექსში“ შეფასების 100%-ანი სკალიდან 61.8%-ი მიიღო და სარეიტინგო პოზიცია 53-ე ადგილზე შეინარჩუნა.





მთავრობის რეგულაციები

ყველა შეზღუდვა, რომელიც დღეს დაწესდა - ჩ...

„საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტ...
[dghis-photoebi-msophliodan_o_h.jpeg]მგლოვიარეები პრეზიდენტის სასახლის წინ მარადონას ცხედრის ნახვას...
21:09
როგორც სატელევიზიო ეთერში გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, „ლოკდაუნი“ კოვიდინფიცირებულების სწრაფი გამოვლენისა...
21:00
„ხანძარი პირველ სართულზე გაჩნდა და შემდეგ ალი მაღლა ავიდა“, - აცხადებს ადგილობრივი. ამ დროისთვის ხან...
20:42
როგორც სატელევიზიო ეთერში ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, საქართველოში დასავლეთის ქვეყნების პრაქტიკის გ...
20:17
პარტია „ქართულმა ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულის მონაწილე

მიხეილ დაუშვილი: შეზღუდვები წერტილოვანია და ს...

მისი თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანა მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, ასევე, ეკონომიკას...
გიორგი გახარია: ყველას მიზანია, რომ პარლ...
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ქვეყნის პოლიტიკის განმსაზღვრელი არის საქართველოს მო...
მაჭავარიანი: ძალიან მნიშვნელოვანია პარლა...
როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია დროულად დაიწყოს ბიუჯეტის განხილვის პროცესი. „ჩვ...
თბილისის მერიამ დენდროლოგიური პარკის პრო...
თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი დისკუსიის ფორმატში, სამოქალაქო საზოგადოებ...