მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთავრობა ბიუჯეტის პროექტს პარლამენტში 5 ივნისამდე წარადგენს

საკანონმდებლო ორგანო

მთავრობა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განახლებულ ვერსიას პარლამენტში 5 ივნისამდე წარადგენს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას "ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან კაკულიას კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

"მთავრობას ბიუჯეტის წარდგენა 5 ივნისამდე შეუძლია და ჩვენ ამ ვადას არ გადავაცილებთ",- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისი თმქით, პანდემიის პერიოდში საქართველოს ბიუჯეტი 1,8 მლრდ-ით შემცირდა.

"რაც შეეხება ბიუჯეტის პარამეტრებს პანდემიამდე ჩვენი ბიუჯეტი იყო 13,7 მლრდ და შემცირდა 11,9 მლრდ ლარამდე. დელტა არის 1,8 მლრდ. ჩვენი ხარჯები 350 მლნ არის კონკრეტულად ჯანდაცვის ხარჯები, 1,03 მლრდ არის სოციალური დახმარება, ხოლო 1,7 მლრდ არის ბიზნესის დახმარებისთვის გათვალისწინებული",- განაცხადა პრემიერ მინისტრმა.