მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთავრობამ ბანკებისგან 50 მლნ ლარი ისესხა

200 ლარიანი

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 2020 წლის 14 ივლისს, 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

აუქციონში მონაწილეობა შვიდმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 94 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.100 პროცენტით, მაქსიმალური 8.350 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.295 პროცენტით განისაზღვრა.