ეკონომიკა

ნათია თურნავა ახალგაზრდა ინოვატორების იდეებს გაეცნო

ახალი გამოგონების გაცნობა
00:24 07.04
დაკოპირებულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ახალგაზრდა ინოვატორებს შეხვდა, რომელთაც კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში სხვადასხვა დანიშნულების სამედიცინო პროდუქციაზე თავიანთი ინოვაციური იდეები წარმოადგინეს. 

მინისტრის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ჩატარებული კორონათონის ფარგლებში მონაწილეებმა საკმაოდ ბევრი კრეატიული იდეა და პროექტი წარმოადგინეს. 

„მათ შორის „ედისონ ტექმა“ შემოგვთავაზა ძალიან საინტერესო იდეა პორტატული სასუნთქი აპარატის გაუმჯობესებისა და ავტომატიზაციის თვალსაზრისით. პოტენციურად, აპარატის ასეთი პორტატული გაუმჯობესებული ვერსია შესაძლოა იყოს ძალიან საინტერესო გადაუდებელი სასწრაფო დახმარებისთვის. ჩვენ დავეხმარებით მათ, დახვეწონ პირველი პროტოტიპი, რათა დადებითი დასკვნები მიიღონ დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან, მედიკოსებისგან და იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, ეს დანადგარი იქნება საინტერესო, მოთხოვნადი და ასეთ შემთხვევაში წარმოებაშიც დავეხმარებით“, - განაცხადა ნათია თურნავამ. 

მისივე თქმით, კიდევ ერთი ძალიან საინტერესო იდეა ეკუთვნის ჯგუფს, რომელმაც ელექტრონული პირბადის ვერსია წარმოადგინა, რომელიც ულტრაიისფერის სხივების გამოყენებით ახდენს ადამიანის ვირუსებისგან დაცვას და სხვა დამატებითი ფუნქციებიც გააჩნია. 

„ძალიან საინტერესო გამოგონებაა, თუმცა აქაც საჭიროა მისი დახვეწა და შესაბამისი დასკვნები, რომ დადასტურდეს შესაძლებელია თუ არა მისი სერიულად ჩაშვება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

მინისტრის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, სხვადასხვა საგრანტო პროგრამის ფარგლებში მხარში უდგას ინოვაციურ გამოგონებებს. 

„უნდა ითქვას, რომ კორონავირუსმა, რომელმაც უდიდესი გამოწვევები შექმნა მსოფლიოსა და საქართველოს წინაშე, ასევე გარკვეული შესაძლებლობების სტიმულირება მოახდინა მათ შორის ნიჭიერი ახალგაზრდა ინოვატორების მხრიდან“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

პირველი რესპუბლიკა

102 წელი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკი...

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 102 წელი გავიდა. 191...
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუ ქართველ კოლეგას დავით ზალკალიანსა და საქართველოს მ...
09:26
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი სამართლებრივი რეფორმების საკითხებში ეკატერინა ზ...
09:14
ორი წლამდე ასაკის ბავშვებს არ უნდა ეკეთოთ პირბადეები, რადგან მათ შეიძლება სუნთქვა გაუძნელდეთ, რაც გა...
08:36
ჩუკოტკაზე 26 მაისს დილით ᲩᲐᲛᲝᲕᲐᲠᲓᲜᲘᲚᲘ ᲕᲔᲠᲢᲛᲤᲠᲔᲜᲘ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა....
07:49
რუსეთი, ავიაკატასტროფა, ვერტმფრენი რუსეთში ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა
რუსეთში, ჩუკოტკის აეროპორტში ვერტმფრენი Ми-8 ჩამოვარდა. ინცინდენტი 26 მაისს დილით მოხდა. რუსული მედ...
პრემიერმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებ...
პრემიერ-მინისტრმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაული მ...
სისხლის უანგარო დონაციის აქცია, ამჯერად,...
აქციაში მონაწილეობას როგორც ხელვაჩაურის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ასე...
საგადასახადო დავების განხილვა დისტანციურ...
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ცნობით COVID–19-ის პანდემიის გავრცელ...