ეკონომიკა

ნათია თურნავა: ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რომ აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი
17:37 25.05
დაკოპირებულია

„როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა იქითკენ, რომ ჩვენ, ზაფხულის სეზონზე, შევძლოთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს როგორც ლატვიიდან, ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით,“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ლატვიის ტრანსპორტის მინისტრ ტალის ლინკაიტსთან ონლაინ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრის ძირითად საკითხს ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა წარმოადგენდა. მინისტრებმა დეტალურად ისაუბრეს აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტილების პერსპექტივაზე. ნათია თურნავას განცხადებით, ლატვიის ეროვნული გადამზიდავი „ეარ ბალტიკი“ მზადაა, ივლისის პირველი დეკადიდან განაახლოს ფრენები საქართველოს მიმართულებით.

შესაბამისი განაცხადი უკვე შევიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ლატვიიდან საქართველოში რეგულარული რეისების აღდგენით დაინტერესებულია უნგრული ბიუჯეტური ავიაკომპანია „ვიზეარიც“, რომელმაც ასევე შეიტანა განაცხადი ფრენების დაწყებაზე.

„ჩვენ უკვე დავადასტურეთ, რომ „ეარ ბალტიკს“ ფრენების განხორციელებაზე თანხმობას მივცემთ. რაც შეეხება „ვიზეირს“, ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე და დიდი ალბათობით, მათაც მივანიჭებთ ფრენის უფლებას,“ -აღნიშნა ნათია თურნავამ.

ონლაინ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები აკაკი საღირაშვილი და გენადი არველაძე, ასევე საქართველოს ელჩი ლატვიაში თეა მაისურაძე.  

რეკომენდაციები სკოლებისთვის

რა წესების დაცვა მოუწევთ ახალი სასწავლო...

2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის, განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომე...
46 წუთის წინ
ამერიკის შტატში, ჩრდილოეთ კაროლინაში პოლიციამ 5 წლის ბავშვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 25 წლის კაცი და...
27 წუთის წინ
რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის განცხადებით, სვანეთში სა...
42 წუთის წინ
კორონავირუსი მსოფლიოს 215 სახელმწიფოსა და დამოკიდებულ ტერიტორიაზეა გავრცელებული, მათგან 191-ში, მინი...
55 წუთის წინ
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 17 ადამიანი გამოჯანმრთელდა. stopcov.ge-ს სტატისტიკური მონაცემები...
11:00
კორონავირუსს მოწევა ართულებს Who: მწეველებს კორონავირუსი უფრო ხშირად ურთულ...
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, მწეველებს კორონავირუსი უფრო ხშირად ურთულდებათ, ვიდრე არა...
10:59
ვაშაძე: სააკაშვილმა კარგად იცის, რომ ვერ...
ახალი პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ექს პრე...
ვანში სატვირთო ავტომობილი ხრამში გადავარ...
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში სატვირთო ავტომობილი ხრამში გადავარდა. PIA...
22:01 13.08
აშშ-ის დახმარებით, ისრაელმა და არაბთა გა...
ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით ისრაელმა და არაბთა გაერთიანებულმა საამირ...