მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნავთობისა და გაზის სააგენტო „ფრონტერას“ ხელმძღვანელობას ოფიციალურად იწვევს შეხვედრაზე

ნავთობისა და გაზის კორპორაცია

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო კომპანია „ფრონტერას“ ხელმძღვანელობას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, სააგენტო „ფრონტერას“ ხელმძღვანელობას ოფიციალურად იწვევს შეხვედრაზე.

„როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, კომპანია „ფრონტერას“ ხელმძღვანელობამ საჯაროდ, ერთ-ერთი ტელეეთერის საშუალებით გამოთქვა მზადყოფნა, გასაჯაროვდეს საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება.

სააგენტო მიესალმება იმ ფაქტს, რომ ჩვენი არაერთი შეთავაზების შემდეგ, კომპანიამ საბოლოოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ოფიციალურად იწვევს შეხვედრაზე მის ხელმძღვანელობას, რათა უახლოეს დღეებში, საქმიან ვითარებაში განვიხილოთ როგორც გადაწყვეტილების ერთობლივად გასაჯაროების პირობები და ვადები, ასევე, მათ მიერ არბიტრაჟის გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი აღსრულების ფარგლებში დაბრუნებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ქონებრივი და სხვა პროცედურული საკითხები, აგრეთვე მათ სარგებლობაში დარჩენილ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა და მუშა-მოსამსახურეებისთვის არსებული დავალიანების დაფარვის ვადები.

ამასთან ერთად, შემდგომში ორაზროვნების და მცდარი ინტერპრეტაციების თავიდან აცილების მიზნით, დამატებით განვმარტავთ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის პროცესის შეჩერების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ 23 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, კომპანია „ფრონტერას“ შესაძლებლობა აქვს, მოქმედი ხელშეკრულების ვადებში და არსებული ლიცენზიის პირობებით, შეუფერხებლად განაგრძოს მუშაობა ათვისების ფართობზე, რომელიც მოიცავს მირზაანის (17,2კმ2) ტარიბანის (17,66კმ2) პატარა შირაქის (1,96კმ2) ბაიდას (3,71კმ2), ნაზარლების (0,49კმ2) და მწარე ხევის (1,59კმ2) საბადოებს“,- აღნიშნულია განცხადებაში.