მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკოლოზ გაგუა: Fitch-ის რეიტინგი არის აღიარება, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა მზად შეხვდა გამოწვევებს

ფინანსთა მინისტრის მოადგილე

„Fitch-ის რეიტინგი არის აღიარება, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა მზად შეხვდა გამოწვევებს”, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შეფასებისას.

მისი თქმით, Fitch-ის რეიტინგში ცალსახად არის ხაზგასმული ქვეყნის მაკროეკონომიკური მმართველობის მაღალი დონე.

„ბუნებრივია, პანდემიური მოვლენების ფონზე, მაშინ როდესაც გლობალურ ეკონომიკებში მთელი რიგი ქვეყნებისათვის ხდება რეიტინგების შემცირება, ჩვენთან სარეიტინგო კომპანია Fitch-მა მეორე მიმოხილვა ჩაატარა და რეიტინგი იგივე დატოვა. ეს არის იმ ფაქტის აღიარება, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა მზად შეხვდა ამ რისკებს“,- განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ.

ნიკოლოზ გაგუას თქმით, მაკროეკონომიკური მართვის მაღალი დონე არის ძირითადი ფაქტორი, რამაც რეალურად განაპირობა „Fitch“-ის ანგარიშში ჩვენი რეიტინგის შენარჩუნება.

„თქვენ იცით, რომ გვქონდა საკმაოდ წარმატებული მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ეს კი არის გზავნილი, როგორც ინვესტორებისთვის, ისე საკრედიტო რეიტინგის კომპანიებისთვის, როგორიც არის Fitch-ი და სხვები, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მმართველობა არის ეფექტური“ , – დასძინა ნიკოლოზ გაგუამ.