მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტში ბიუჯეტის პროექტი ხვალ შევა

საკანონმდებლო ორგანო

პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი ხვალ, 5 ივნისს შევა. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

"ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ ბიუჯეტის ცვლილებებზე ფინანსთა სამინისტროსთან და პრემიერის ოფისთან ერთად. დადგენილ ვადებში ბიუჯეტი შევა, ასახავს ყველა იმ ცვლილებას, რაც იყო გაცხადებული ჩვენი ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში. ბიუჯეტი იზრდება მიკროგრანტებისთვის, ყველაზე მცირე ბიზნესის დაწყების მსურველებისთვის, აწარმოე საქართველოს პროგრამებისთვის. ბიუჯეტი ასევე იზრდება ჯანდაცვის სამინისტროსთვის, რადგან მზად ვიყოთ თუნდაც მეორე ტალღისთვის, გავაძლიეროთ ამ მიმართულებით ჩვენი ინსფრასტრუქტურ. ყველა სოციალური დაპირება, სოციალური პროგრამა, ყველა ის დახმარების პროგრამა, რაც აქამდე იყო გაცხადებული, იქნება ასახული", - აღნიშნა ნათია თურნავამ.