მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფინანსთა მინისტრი: სავალუტო ფონდთან შეთანხმება არ გაგვჭირვებია

ფინანსთა მინისტრი

„სავალუტო ფონდში კარგად იციან რა მასშტაბის კრიზისთან გვაქვს საქმე მსოფლიოში, შესაბამისად არ გაგვჭირვებია მათი დარწმუნება“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან მოლაპარაკებებზე ქვეყნის ყველა ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრი შეთანხმდა.

„მინდა გითხრათ, რომ არ გაგვჭირვებია საერთაშორისო სავალუტო ფონდის დარწმუნება იმ პარამეტრებზე, რაზეც შევთანხმდით, იმიტომ რომ სავალუტო ფონდი დამერწმუნეთ, ძალიან ადეკვატური ორგანიზაციაა. განსაკუთრებით, კრიზისების დროს. შესაბამისად, არ ყოფილა მძიმე მოლაპარაკებები, იმიტომ, რომ მათ ზუსტად იციან, რომ სოციალური და ეკონომიკური მდგრადობის კუთხით, მნიშვნელოვანი იქნებოდა ხარჯების, ასევე დეფიციტის გაზრდა, რაც თავისთავად, ვალის მოცულობის ზრდას უწყობს ხელს.

რაც შეეხება 2021 წელს დასაფარ ევრობონდებს, დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, როცა პანდემიის გამო მსოფლიო ეკონომიკაში ჯერ კიდევ გაურკვევლობაა, უფრო რეფინანსირებისკენ ვიხრებით, თუმცა, ჩვენ წლის ბოლომდე ჯერ კიდევ გვაქვს დრო და შეიძლება გადავხედოთ ამ საკითხს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ევრობონდთან დაკავშირებით ყველაზე ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.