მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ფისკალური პოლიტიკის განხორციელების ტემპი უნდა გავაგრძელოთ“ - ივანე მაჭავარიანი

მაჭავარიანი ფინანსთა მინისტრი

„ფისკალური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპი, რომელიც გვაქვს, უნდა გავაგრძელოთ, რათა 2021 წლისთვის ეკონომიკის აღდგენის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

როგორც მან აღნიშნა, 2021 წლისთვის საქართველოს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ექნება და ამ პროგნოზს იზიარებს საერთაშორისო სავალუტო ფონდიც.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან გვქონდა შუალედური შეხვედრა. ჩვენ შევჯერდით მიმდინარე წლის ეკონომიკის საბოლოო მაჩვენებელზე. მათი მოლოდინია, რომ წელს, ეკონომიკა შემცირდება -5%-ით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მომავალ წელს და ამაში სავალუტო ფონდიც გვეთანხმება, რომ ზრდა იქნება 5%-იანი. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის აღდგენის ტენდენციები, პრაქტიკულად, ყველა სექტორში ჩანს - ტურიზმის გარდა, სამწუხაროდ. ჩვენ ვხედავთ, რომ მშენებლობაში, სოფლის მეურნეობაში, ასევე, სხვა სექტორებში, დინამიკა პრაქტიკულად, ძველ ნიშნულს უბრუნდება.

აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ 2021 წლისთვის, უნდა გავაგრძელოთ ფისკალური სტიმულირების პროცესი, რათა ეკონომიკის აღდგენის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს. ეს რასაკვირველია, გულისხმობს იმას, რომ შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში, კიდევ მაღალი დეფიციტის პირობებში ვიცხოვრებთ, თუმცა მიგვაჩნია, რომ 2023 წელს, უნდა დავუბრუნდეთ ძველ, 3%-ზე ქვემოთ ნიშნულს, რაც იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის ყველაზე უსაფრთხო და ბუნებრივი მაჩვენებელი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.