მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფშაველი-ომალოს გზაზე გაწმენდითი სამუშაოები განახლდა

ფშაველი-აბანო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე გაწმენდითი სამუშაოები განახლდა. ადგილზე მობილიზებულია 4 ერთეული ტექნიკა.

აღნიშნულ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარე წლის მარტის ბოლოს დაიწყო და 5 მაისს, ზვავის ჩამოწოლოს გამო დროებით შეჩერებული იყო.