მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფულადი გზავნილების მოცულობა 22.1%-ით გაიზარდა

ფულადი გზავნილები ივნისი

საზღვარგარეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობამ ივლისში $188.7 მლნ (578 მლნ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22.1%-ით მეტია. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ევროკავშირის ქვეყნებიდან გზავნილების მოცულობა25%-ით $73.8 მლნ-მდე გაიზარდა. ივლისში იტალიიდან საქართველოში $28 მლნ გადმოირიცხა, საბერძნეთიდან $20 მლნ, ხოლო გერმანიიდან $7 მლნ.

სხვა ქვეყენბიდან $40 მლნ-ით პირველ ადგილს რუსეთი ინარჩუნებს, თუმცა მისი წილი 21.4%-მდეა შემცირებული. მაშინ როცა სხვა ქვეყნებიდან ორნიშნა ზრდა ფიქსირდება, რუსეთის შემთხვევაში ზრდის ტემპი 4%-ზე ნაკლებია.

ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ $22.2 მლნ (68.1 მლნ ლარი) გადაირიცხა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 15.6%-ით აღემატება.