მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატომ არ ასრულებს ფრენებს Wizz Air - თურნავას განმარტება

ეკონომიკის მინისტრი კორონავირუსზე

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, თუ რატომ არ ასრულებს განახლებულ რეგულარულ ფრენებს ბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ Wizz Air-ის ბილეთები დაბალბიუჯეტურია, კომპანია კვირაში მხოლოდ 1 ან 2 ფრენას ვერ შეასრულებას, რადგან ეს მათთვის წამგებიანი იქნება.

„მათთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. ბოლოს მათ 10-ზე მეტი მიმართულება ჰქონდათ შემოთავაზებული, რაც კვირაში 20-მდე ფრენას და ადამიანების დიდ ნაკადის გადაყვანას გულისხმობს, თუმცა ამისთვის ჯერ მსოფლიო მზად არ არის. ყველაზე დიდი სურვილი ჩვენ გვაქვს, რომ დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანიებმა განაახლონ ფრენები, თუმცა ჯერჯერობით მთავარია ჯანმრთელობის დაცვა“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

მან ბრიფინგზე ავიაკომპანია Lufthansa-ს შესახებაც გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ მისი ბილეთების ფასი არასდროს ყოფილა იაფი, დღეს კი ფერენების ფასი დაახლოებით იგივეა ვიდრე პანდემიამდე იყო.