ეკონომიკა

რატომ გახდა ჩასარიცხ აპარატებში ვერიფიკაციის გავლა სავალდებულო? - საქართველოს საბანკო ასოციაციის განცხადება

ვერიფიკაცია
1611136963
დაკოპირებულია

საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაციით, მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის მონაცემების დაცვის მიზნით, თვითმომსახურების ტერმინალებით სხვადასხვა გადარიცხვის ოპერაციის შესრულებისას, მომხმარებლის პირადი ნომრისა და მობილურ ტელეფონზე გამოგზავნილი SMS კოდის შეყვანა  სავალდებულო გახდა.

გადაწყვეტილება ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის სტრატეგიის ნაწილია. ინფორმაციას საქართველოს საბანკო ასოციაციაცია ავრცელებს.

„გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის გავლა შემდეგ სერვისებზე თანხის გადარიცხვისას სავალდებულოა:

⚫აზარტული თამაშები და ლატარია;


⚫ონლაინ თამაშები ;


⚫დაზღვევა და კერძო საპენსიო ფონდები;


ფინანსური სერვისები, მათ შორის: ფიზიკური და იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და სესხის გამცემი სუბიექტების სერვისები, ლიზინგი, ელექტრონული საფულის შევსება, ფინანსური ბაზრები და ფულადი გზავნილები;


⚫ინტერნეტ მარკეტინგი;


⚫ტრანსპორტი და ლოჯისტიკა;


⚫ტურისტული მომსახურება;


⚫ქსელური მარკეტინგი;


⚫ქველმოქმედება;


⚫საკონსულტაციო მომსახურება;


⚫პოლიტიკური პარტიები;

⚫უძრავი ქონების ყიდვასთან დაკავშირებული სერვისები.“ - წერია განცხადებაში

აშშ-ის საელჩო
საქართველოში

აშშ-ის საელჩო ჟურნალისტ ვახო სანაიასა და...

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

ესტონეთის, ლიეტუვის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ ვითარებას აფასებენ და პოლიტიკურ ძალებს თავშეკავებით მოქმედებისკენ მოუწოდებენ.

1614277833

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს Facebook-ის გვერდზე ეხმიანება და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, სწრაფად გამოიძიონ და დასაჯონ დამნაშავეები.

1614277175

პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა ახალი უწყების შექმნას მხარი უკვე დაუჭირა.

1614276517

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა ბევრ საკითხზე, მათ შორის, ოთხ ძირითად თემაზე იმსჯელა.

1614275899
ქართული ოცნების ოფისი

მმართველი პარტია ამ წუთებში „ქართული ოცნების“...

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

სააპელაციო სასამართლოს განცხადება ნიკა მ...

თბილისის სააპელაციო სასამართლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ალიევი: სომხები წურბელებივით ჩვენი მიწის...

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხებს აზერბაიჯანული მიწა ჰქონდათ ოკუპირებული და „მის სისხლს წოვდნენ, როგორც წურბელები“. ამის შესახებ ალიევმა მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა ნათესავებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა. ინფორმაციას azerbaycan24 ავრცელებს. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამ...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ამავე ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის მიერ 24 თებერვალს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.