მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როდის გაიხსნება დეზერტირების ბაზარი - მოვაჭრეებს სავალდებულო რეკომენდაციები გააცნეს

დეზერტირების ბაზარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცალო აგრარული ბაზრის (შპს „ბეტა“) მოვაჭრეებს შეხვდნენ და კიდევ ერთხელ განუმარტეს ის რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც სავალდებულოა ბაზრის ფუნქციონირებისთვის.

ამ დროისათვის მუშაობს შპს „ბეტას“ საბითუმო ბაზარი, ხოლო საცალო ბაზრის მოვაჭრეები საქმიანობის გაგრძელებას მოითხოვენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე აგრარული ბაზრის ადმინისტრაციას შეხვდა და ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რათა მოვაჭრეებმა უმოკლეს პერიოდში შეძლონ საქმიანობის განახლება. ბაზრის ადმინისტრაცია და პერსონალი გამოთქვამს მზადყოფნას, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და განახორციელონ შესაბამისი სარეაბილიტაცო სამუშაოები.

დღეისათვის დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ უკვე ფუნქციონირებს საბითუმო და საცალო აგრარული ბაზრები.