მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის ეკონომიკა 8.5%-ით შემცირდა

რუსეთის ეკონომიკა

რუსეთის ეკონომიკა 2020 წლის მეორე კვარტალში 8.5%-ით შემცირდა. ინფორმაციას რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო სააგენტო - როსსტატი ავრცელებს.

როსსტატის განმარტებით სოფლის მეურნეობის გარდა ვარდნა განიცადა ყველა სექტორმა, ყველაზე დიდი დარტყმა კი მომსახურების სფერომ მიიღო, რომელიც 37.2%-ით შემცირდა, მათ შორის ტრანსპორტი 79%-ით.

როსტატის მონაცემები ახლოს დგას ოფიციალურ პროგნოზებთან. ცენტრალური ბანკი 8-10 პროცენტიან ვარდნას ვარაუდობდა, მთავრობა 9%-იან რეცესიას.

რუსეთის ეკონომიკაზე კარანტინის გარდა მნიშვნელოვანი გავლენა ნავთობზე ფასების კლებამაც მოახდინა. ბარელი ნავთობის ფასი წლის დასაწყისიდან დღემდე 35%-ით შემცირდა, აპრილში 70%-ით იყო შემცირებული.

პრობლემები რუსეთის ეკონომიკაში 2020 წელს არ დაწყებულა. 2012 წლის შემდეგ, მშპ-ის ზრდის ტემპმა 2%-ს მხოლოდ ერთხელ გადააჭარბა. გასულ წელს 1.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი 1.6%-იანი.