მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სახელმწიფო ნაკლებად კონკურენტულ აგროსაწარმოებს დაეხმარება

დავითაშვილი სამინისტროში

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და საექსპორტო პოტენციალის გაფართოება ყოველთვის იყო ქართული ოცნების ხელისუფლების პრიორიტეტი.

„მინდა, გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მნიშვნელოვან ინიციატივას, რომლის თანახმად, ნაკლებად კონკურენტუნარიანი წარმოებების მხარდაჭერაზე გაკეთდება აქცენტი, რადგან მსოფლიოში ეკონომიკური გარემო შეცვლილია. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) კვლევები და ანალიზი. გაერო მოუწოდებდა ცალკეულ ქვეყნებს, არ შემოეღოთ სავაჭრო შეზღუდვები, რათა სასურსათო ჯაჭვის უწყვეტობა ყოფილიყო შენარჩუნებული. ჩვენ, არსებულ ვითარებაში, ვერ დაველოდებით სხვადსხვა ქვეყნის კეთილ ნებას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პოლიტიკა ლიბერალურია და გახსნილია საბაზრო რეჟიმები, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი წარმოების განვითარებაზე.“ განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, დღეს არსებული ზოგიერთი საწარმო, თავისუფალ რეჟიმში შესაძლოა არაკონკურენტული იყოს, მაგრამ გარკვეული ხელშეწყობის პირობებში - შეღავათიანი სატრანსპორტო რეჟიმები ან საკრედიტო მექანიზმები მათ წარმოების აღდგენა შეძლონ. 3 აპრილის ცნობილი გახდა, რომ „აგარის შაქარი“ მუშაობას 2 თვეში განაახლებს.