მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქსტატი: 2020 წლის IV კვარტალში უმუშევრობა 3,8%-ით გაიზარდა

უმუშევრობა აშშ

2020 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8%-ით გაიზარდა და 20.4% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 

2020 წლის IV კვარტალში სამუშაო ძალამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის 50% შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე შემცირებულია 0.5%-ით, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 2.3%-ით.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.8%-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 2.2%-ით. დასაქმების დონე შემცირებულია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 2.4 და 2.3%-ით.

2020 წლის IV კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 2.8 და 1.7%-ით.