მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქსტატი: იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 762.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

ექსპორტი, იმპორტი, ზრდა

2021 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 762.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 16.5 პროცენტით ნაკლებია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 224.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (16.2 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 538.1 მლნ. აშშ დოლარს (16.6 პროცენტით ნაკლებია).

ცნობისთვის, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარში, 313.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1 პროცენტია.