სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 7,7% შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი -5,8%-ია.
ამავე ინფორმაციით, 2020 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში.
ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა მხოლოდ სამთომოპოვებითი მრეწველობის, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის საქმიანობებში.